სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა თემაზე: „გარემო შენს ხელშია“
შეხვედრა თემაზე: „გარემო შენს ხელშია“

2017 წლის 24 თებერვალს, 15 საათზე ბიბლიოთეკის „ამერიკული კუთხე“-ში გაიმართა ღია სადისკუსიო შეხვედრა თემაზე „გარემო შენს ხელშია“. შეხვედრაზე მოწვეულ იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საჯარო სკოლის პედაგოგები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული „სამკურნალო მცენარეთა წრის“ ხელმძღვანელი და სხვადასხვა სკოლების მოწაფეები. 
შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ჩვენს ქალაქსა და რეგიონში გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და არსებულ სახელმწიფო პოლიტიკაზე. საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გაუზიარეს საუნივერსიტეტო გამოცდილება და ის პროგრამები, რომლებიც გარემოს დაცვის მიზნით ხორციელდება.
ჩვენი დღევანდელი ღონისძიება უპირველეს ყოვლისა მოსწავლე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. ამ მიზნით მათ მცირე საინფორმაციო პრეზენტაცია შევთავაზეთ, შეხვედრის დასასრულს კი სიმბოლური საჩუქრები გადავეცით.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკული კუთხე“-ში ღია სადისკუსიო შეხვედრები საზოგადოებრივი განვითარების აკადემიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.


«««