სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა ნორჩ მკითხველებთან
საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა ნორჩ მკითხველებთან

2017 წლის 3 აპრილს, 13 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა ნორჩ მკითხველებთან ,,ცოდნა ჩემი ძალ-ღონეა, სიხარული წიგნის კითხვა" მეათე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებთან (დამრიგებელი ქეთევან ნიკოლაიშვილი) მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ ღონისძიება ბიბლიოთეკის გაცნობით და წიგნადი ფონდების დათვალიერებით დაიწყო. ისაუბრა რომ 2 აპრილი ანდერსენის დაბადების და საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა. მოსწავლეებმა წაიკითხეს წიგნზე ლექსები და გამოცანები. მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა ყაჭეიშვილმა ბავშვებს პატრიარქის ,,ბავშვების დალოცვის" ტრადიციის აღდგენის შესახებ ესაუბრა. მოსწავლებს უამრავი კითხვა გაუჩნდათ სასურველი წიგნის მოძიებასთან დაკავშირებით, რაზეც ამომწურავი პასუხიც მიიღეს. კმაყოფილი პატარები დროებით დაგვემშვდობნენ და პირობაც დადეს, რომ აქტიური მკითხველები გახდებიან.


«««