სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბიბლიოთეკო გაკვეთილი „როდესაც სამშობლოსათვის კვდები, სამშობლო არ კვდება“
საბიბლიოთეკო გაკვეთილი „როდესაც სამშობლოსათვის კვდები, სამშობლო არ კვდება“

2017 წლის 20 აპრილს, 15 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში, ჩატარდა საბიბლიოთეკო გაკვეთილი - „როდესაც სამშობლოსათვის კვდები, სამშობლო არ კვდება“. ვუმასპინძლეთ ქალაქ ბათუმის მე-9 და მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯგუფს. (მასწავლებლები: მაია კუნჭულია და ნესტან კორძაია) ვისაუბრეთ ისტორიული ნაწარმოების მნიშვნელობაზე, რომელმაც ბავშვს უნდა გააცნოს თავისი სამშობლოს წარსული სურათები, უჩვენოს, რა დიდი ტანჯვა და განსაცდელი გამოიარა მან საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქედი არ მოუხრია მტრის წინაშე და უკანასკნელი სისხლის წვეთამდე იცავდა თავისი მიწის ყოველ მტკაველს.
ქალაქ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები სამშობლოზე. გაკვეთილი მიყავდა მოსწავლეთა დარბაზის მთავრ ბიბლიოთეკარს ნანა კვაჭაძეს.


«««