სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„ბიბლიოთეკის კვირეული“-ს გახსნა
„ბიბლიოთეკის კვირეული“-ს გახსნა

2017 წლის 21 აპრილს, 17:30 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა „ბიბლიოთეკის კვირეული“-ს გახსნა. ბიბლიოთეკის დირექტორმა გენადი მახარაძემ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა წიგნის საერთაშორისო დღე და აღნიშნა, რომ სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა ბიბლიოთეკამ ცნობილი პოეტის, მწერლისა და პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის 70 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა. ემენ დავითაძეს საიუბილეო თარიღი მიულოცეს მწერლებმა რამაზ სურმანიძემ და ანა დუნდუამ, პროფესორებმა შუშანა ფუტკარაძემ, სერგო დუმბაძემ, აკაკი ზოიძემ, ნოდარ ბასილაძემ, ამირან კახიძემ, ბატონმა ავთანდილ ბერიძემ და ბატონმა სარდიონ დავითაძემ. ქ. ბათუმის #1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ერეკლე ქართველიშვილმა წაიკითხა პოეტის ლექსები.

დასასრულს, ემენ დავითაძემ წაიკითხა ახალი ლექსები.

 

    

 


«««