სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალგაზრდებთან საუბარი „ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული“
ახალგაზრდებთან საუბარი „ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული“
2017 წლის 24 მაისს, 15 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა საუბარი ახალგაზრდებთან „ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული“. საუბარი გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით. მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ ისაუბრა ხატის მნიშვნელობაზე. იესოსა და ღვთისმშობლის ხელთუქმნელ ხატებზე, ოჯახის სიწმინდის დღესა და ზნეობაზე. 
ბავშვებმა ინტერესით მოისმინეს მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარეგნობისა და დამახასიათებელი თვისებების შესახებ. 
განყოფილების უფროსმა ქ-მა ინგა გოგიბერიძემ ბავშვებს ესაუბრა ქართველი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის შესახებ და წაუკითხა საკუთარი მინიატურა ,,ბათუმში წვიმს და სევდა ჩამოწვა უშბას მთებიდან“. ღონისძიების მსვლელობას თავისებური ლაზათი შემატა ჟურნალისტმა ამირან კიღურაძემ.
საბავშვო- ახალგაზრდობის განყოფილებამ უმასპინძლა მე-10 საჯარო სკოლის მე-8 კლასს.( კლასის დამრიგებელი ბელა ტყაბლაძე).

«««