სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო
2017 წლის 25 მაისს, 17:30 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. გაიმართა „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემების გამოფენა, წარმოდგენილი იყო იშვიათი გამოცემები, მათ შორის - 1899 წელს ბათუმში თავართქილაძის სტამბაში დაბეჭდილი ეგზემპლარი, ასევე - 1888 წლის ''ქართველიშვილისეული'' გამოცემა. საჯარო ბიბლიოთეკაში სულ 110 გამოცემაა დაცული, მათ შორისაა 8 სხვადასხვა უცხოურ ენაზე თარგმნილიც.
გამოფენის პარალელურად გაიმართა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც ბათუმის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „მე ქართველი ვარ მარად“. ამავე სკოლის ვოკალურ-ინსტრუმენტალურმა ანსამბლმა „ეთნოსი“-მა (ხელმძღვანელი ომარ ყურავა) შეასრულა სიმღერები. პოეტებმა წაიკითხეს ლექსები საქართველოზე.  
 

    


«««