სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა ცნობილ ბათუმელ სპორტსმენებთან
შეხვედრა ცნობილ ბათუმელ სპორტსმენებთან
2017 წლის 30 მაისს, 17 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა შეხვედრა ცნობილ ბათუმელ სპორტსმენებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ჩემპიონები, ოლიმპიური პრიზიორები, საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებული ვეტერანი სპორტსმენები. მათ სპორტულ წარმატებებზე ისაუბრეს აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბატონმა ბადრი ნაკაშიძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ბატონმა ლაშა ჩავლეიშვილმა, აჭარის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ჯონი ცივაძემ. ასევე მწერლებმა, პოეტებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა. სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს პრობლემებზე და მადლიერება გამოთქვეს საჯარო ბიბლიოთეკის მიმართ, რომელმაც პირველმა აჭარის ისტორიაში შეკრიბა სპორტის ყველა სახეობის დამსახურებული სპორტსმენი.
 
ბათუმის #1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლექსები მიუძღვნეს სახელოვან სპორტსმენებს.
 
    

«««