სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა მუხრან ვახტანგაძესთან და ლევან ჯიოშვილის წიგნის „მუხრან ვახტანგაძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში“ წარდგენა
შეხვედრა მუხრან ვახტანგაძესთან და ლევან ჯიოშვილის წიგნის „მუხრან ვახტანგაძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში“ წარდგენა

2017 წლის 14 ივლისს, 13 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ტიტულოვან ფალავანთან მუხრან ვახტანგაძესთან და ლევან ჯიოშვილის წიგნის „მუხრან ვახტანგაძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში“. 

ღონისძიება გახსნა და მობრძანებულ სტუმრებს მიესალმა აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გენადი მახარაძე.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონის მუხრან ვახტანგაძის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერმაკოვმა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

ცნობილ ფალავანს მიესალმნენ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლევან შავაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ილია ნაკაშიძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.

წიგნის შექმნის და პროექტის თაობაზე ისაუბრა მუხრან ვახტანგაძეზე დაწერილი წიგნის ავტორმა, საქართველოს სპორტის დამსახურებულმა მოღვაწემ ლევან ჯიოშვილმა.

დასასრულ, ცნობილმა ფალავანმა მუხრან ვახტანგაძემ მადლობა გადაუხადა მობრძანებულ სტუმრებს.

ვაჟთა ვოკალურმა სახელმწიფო ანსამბლმა „ბათუმმა“ შეასრულა „მრავალჟამიერი“.

ღონისძიება მიყავდა მანანა სულაბერიძეს.

 

«««