სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალმიღებული წიგნების წარდგენა
ახალმიღებული წიგნების წარდგენა

2017 წლის 21 ივლისს, 13 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში გაიმართა ახალი წიგნების წარდგენა. წიგნის წარდგენის მნიშვნელობაზე, წიგნის კითხვის კულტურის ამაღლებასა და მათ გემოვნებიან მკითხველად ჩამოყალიბების თაობაზე შეკრებილთ ესაუბრა განყოფილების უფროსი ინგა გოგიბერიძე. ქალბატონმა ინგამ ბავშვებს წარუდგინა გურამ პეტრიაშვილის წიგნი „ელისა და რარუს თავგადასავალი“, წაიკითხა „პატარა დინოზავრის „ზღაპარი......ამავდროულად დარბაზთან ცოცხალი საუბარი შედგა.
ასევე საორიენტაციო-ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა ჩაატარა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა მედეა კალანდარიშვილმა, რომელმაც წარადგინა:
1. ნოდარ დუმბაძის „ხაზარულა და სხვა მოთხრობები“. 
2. ოიჰანა შპირი „ჰაიდი“.
3. კ. გამსახურდიას რომანის „დიდოსტატის მარჯვენა“ მოძრავი ჩანართებით
ბავშვებმა დიდი ინტერესით მიიღეს წარდგენილი წიგნები. გატანილი იქნა შეთავაზებული ლიტერატურა!


«««