„მწვანე ბარათის“ გათამაშების წესები
2017 წლის, 26 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის „ამერიკული კუთხე“-მ საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის თემა „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს დაეთმო და მასზე მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ კითხვებზე პასუხები კონსულისგან მიეღოთ.