სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედუარდ კურტისის თვალით დანახული ამერიკელი ინდოელების ცხოვრების ამსახველი ფოტო/პოსტერების გამოფენა
ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედუარდ კურტისის თვალით დანახული ამერიკელი ინდოელების ცხოვრების ამსახველი ფოტო/პოსტერების გამოფენა
29 სექტემბერს, 16 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკული კუთხე“-ში 
ედუარდ კურტისის ფოტო-პოსტერების გამოფენა გაიმართა. კურტისი 30 წელზე მეტხანს უძღვებოდა ექსპედიციებს და აღწერდა 80-ზე მეტი მკვიდრი ამერიკელი ერის კულტურას და ხალხს წერილობითი ინტერვიუებით, ჩანაწერებით და 40,000-ზე მეტი ფოტოს საშუალებით. მისი ნამუშევრები მოიაზრება მკვიდრი ამერიკელების მრავალფეროვანი და მასშტაბური კულტურის ყველაზე უტყუარ, ვრცელ და ლამაზ ჩანაწერებს შორის. გამოფენის გახსნის შემდეგ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ ვებ-ჩატში, რომელიც ამერიკის საელჩოდან იმართებოდა და მას უძღვებოდა აბრეშუმის მუზეუმის კურატორი სალომე ფაჩუაშვილი. გამოფენაზე მობრძანებულ სტუმრებს ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი, პრეს ატაშე ერინ ჯერეთი და კულტურის ატაშე დემიან ვამპლერი მიესალმნენ.
 
    

«««