სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა პოეტ ნინო გაბუნიასთან
შეხვედრა პოეტ ნინო გაბუნიასთან
2018  წლის 16 მარტს, 17 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა შეხვედრა პოეტ ნინო გაბუნიასთან-„გაზაფხული და შუშის მძივები“. შეხვედრას უძღვებოდა ქალაქ ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ქალბატონი ინგა გოგიბერიძე.
საღამოზე ნათლად წარმოჩინდა პოეტ ნინო გაბუნიას განსაკუთრებული მხატვრული სამყარო, მისი პოეტური ქვეყანა. ბათუმის საზოგადოებამ ინტერესით მოისმინა ნინოს პოეზია, მისი ლექსები იტალიურ ენაზე, რომელიც პოეტმა მელი თურმანიძემ თარგმნა და მუსიკოსმა ნატო ორაგველიძემ შესანიშნავად წაიკითხა.
 

«««