სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


დიალოგი „მსგავსება შვედი საბავშვო მწერლის ანა კატერინა ვესტლის გმირებსა და ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციებს შორის“
დიალოგი „მსგავსება შვედი საბავშვო მწერლის ანა კატერინა ვესტლის გმირებსა და ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციებს შორის“
2018 წლის 27 მარტს, 14:30 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში, მოსწავლეთა დარბაზში, გაიმართა დიალოგი თემაზე: „მსგავსება საბავშვო მწერლის ანა კატერინა ვესტლის გმირებსა და მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციებს შორის“.
მწერლის შემოქმედებასა და ქართველი მხატვარ-ილუსტრატორის ნინო ჩაკვეტაძის ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ და მთავარმა ბიბლიოთეკარმა მედეა კალანდარიშვილმა.
ბიბლიოთეკის მკითხველებმა და ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა „ნიკეს“ მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნის „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ შთაბეჭდილებების შესახებ. წარმოადგინეს ნახატები თემაზე: „მე როგორ ვხედავ-მარენს, მარტინს და მარტას“. დიალოგში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა დარბაზის მკითხველები და სკოლა „ნიკეს“ მოსწავლეები. (პედაგოგი ნათია კოსტავა, ცირა მიქელაძე).
 

«««