პოეზიის დღისადმი მიძღვნილი საღამო ,,ჩვენ ვკითხულობთ ,,ვეფხისტყაოსანს“ მსოფლიოს ენებზე“

2010 წლის 29 ოქტომბერს, 16 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა პოეზიის დღისადმი მიძღვნილი საღამო ,,ჩვენ ვკითხულობთ ,,ვეფხისტყაოსანს“ მსოფლიოს ენებზე“. საღამოზე წაკითხული იქნა ნაწყვეტები პოემიდან ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, სომხურ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ ენებზე. მონაწილეობდნენ, დიასპორების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები, მსახიობები. ღონისძიებას უძღვებოდა მანანა სულაბერიძე.