მწერალ გენრიეტა ქუთათელაძის დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საღამო
2018 წლის 7 ივნისს, 16 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ყველასგან გამორჩეული და გენიალური მწერლის, გენრიეტა ქუთათელაძის დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საღამო. იუბილეს ესწრებოდნენ ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებმაც პირადად მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ქალბატონ გენრიეტას...