სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბიბლიოთეკის კვირეულის გახსნა და პოეტ ფრიდონ ხალვაშის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

2010 წლის 23 აპრილს, 16 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა ,,ბიბლიოთეკის კვირეულის“ გახსნა და წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პოეტ ფრიდონ ხალვაშის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს ფრიდონ ხალვაშის ლექსებზე აგებული კომპოზიცია ,,გენაცვალე“. იუბილარ პოეტს მიესალმნენ აჭარის ა|რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე, პოეტები დავით თედორაძე, ვახტანგ ღლონტი, ბელა ქებურია, ამირან ხაბაზი, გიორგი გაბაიძე და სხვები. საღამო დაამშვენა აჭარის ქალთა კამერული ანსამბლის (ხელმძღვანელები ზაირა და გელა ვადაჭკორიები) მიერ შესრულებულმა სიმღერებმა.

 ღონისძიების დასასრულ, ბიბლიოთეკის დირექტორმა გენადი მახარაძემ ფრიდონ ხალვაშს ბიბლიოთეკის სახელით საჩუქრად გადასცა ავტოკალამის კომპლექტი.


«««