რამაზ სურმანიძის წიგნის ,,აფხაზები აჭარაში" წარდგენა

2011 წლის 17 მარტს, 16 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა რამაზ სურმანიძის წიგნის ,,აფხაზები აჭარაში" წარდგენა. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ბიბლიოთეკის დირექტორმა გენადი მახარაძემ. წიგნის შესახებ ისაუბრეს პედაგოგებმა, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა, მწერლებმა, ბათუმში მცხოვრებმა აფხაზებმა. გაიმართა დოკუმენტური ფილმის ,,აფხაზები აჭარაში" ჩვენება.
დასასრულ, წიგნის ,,აფხაზები აჭარაში" ავტორმა რამაზ სურმანიძემ და თანაავტორმა თენგიზ თავდგირიძემ უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.