სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ფოტოკონკურსს "ბიბლიოთეკა ჩემი სავანეა" გამარჯვებულთა დაჯილდოვება
ფოტოკონკურსს "ბიბლიოთეკა ჩემი სავანეა" გამარჯვებულთა დაჯილდოვება
2018 წლის 19 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო- ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა ფოტოკონკურსის „ბიბლიოთეკა ჩემი სავანეა“ შემაჯამებელი შეხვედრა და გამარჯვებული ფოტოების ავტორთა დაჯილდოება.
ფოტოკონკურსი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა, ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ 2018 წელს დაარსა. წლის განმავლობაში სრულიად საქართველოდან კონკურსში შემოსული 78 ფოტოდან კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა.
პირველი ადგილის მფლობელი გახდა ელენე ლომაძე, რომელსაც ჯილდო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ გადასცა.
მეორე ადგილის მფლობელი გახდა გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანების მკითხველი, თათა თიბილოვი. შეხვედრას გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი სალომე ბოგვერაძე,რომელსაც ჯილდო ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა,მაკა დიდებულიძემ გადასცა.
მესამე ადგილი ორმა ფოტომ გადაინაწილა -ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ფოტომ და ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების მკითხველების ფოტომ. ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ჯილდო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ გადასცა.
ფოტოკონკურსი ჩატარდა პროექტ „წიგნი,ავტორი,მკითხველი“ (დამფუძნებელი - ინგა გოგიბერიძე) ფინანსური მხარდაჭერით. — место: ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა.
 
    
 

«««