სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალი წელი საფრანგეთში
ახალი წელი საფრანგეთში

2018 წლის 24 დეკემბერს, 13 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში უცხოური ლიტერატურის განყოფილებამ ჩაატარა წინასაახალწლო ღონისძიება „ახალი წელი საფრანგეთში“. ქალაქ ბათუმის ქართულ-ფრანგული სკოლის მე-5,მე-7,მე-8 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგები ლელა ჩიქოვანი, ნანა დობორჯგინიძე) დამსწრე საზოგადოებას შესთავაზეს საახალწლო წარმოდგენა ქართულ და ფრანგულ ენებზე. ბავშვებმა ისაუბრეს, თუ როგორ ხვდებიან საფრანგეთში ახალ წელს და რა ტრადიციები აქვთ. კოსტიუმირებულმა სანახაობამ საახალწლო განწყობა შექმნა. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზე შეასრულეს საახალწლო სიმღერები. ღონისძიებას უძღვებოდა უცხოური ლიტერატურის განყოფილების უფროსი ქეთევან ხოსრუაშვილი.


«««