სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“
„კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“

2019 წლის 21 თებერვალს, 16 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, ბათუმის კოლორიტის, ნუგზარ ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო - „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ გაიმართა. საღამო შესავალი სიტყვით გახსნა აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ. ღონისძიების წამყვანი იყო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოთეკარი - მანანა ბოლქვაძე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ქა...ლაქ ბათუმის საზოგადოების წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, ნუგზარ ჯაფარიძის ოჯახის წევრები და ახლობლები.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და ნუგზარ ჯაფარიძის ცხოვრებაზე, მოღვაწეობასა, მეგობრობაზე ისაუბრეს: მწერალმა, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით თედორაძემ; მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ რამაზ სურმანიძემ; პოეტმა ვახტანგ ღლონტმა; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თინა შიოშვილმა; მწერალმა თენგიზ ცეცხლაშვილმა; პოეტმა ცისანა ანთაძემ; ნუგზარ ჯაფარიძის შვილმა ზაალ ჯაფარიძემ და მეუღლემ - ნათია ბერიძემ.
საღამო მუსიკალურად გააფორა მომღერალმა სალომე მილორავამ. ნაჩვენები იყო ვიდეო-ფილმი ნუგზარ ჯაფარიძის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებით.


«««