სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„ნოდარ ბაბუს ლექსები“
„ნოდარ ბაბუს ლექსები“
2019 წლის 22 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ყველაზე გამორჩეულ და საზეიმო განწყობილებით სავსე ჯადოსნურ სივრცედ გადაიქცა. 
ამ დღეს ყველა თაობისთვის საყვარელი მწერლის ქალიშვილმა, ქალბატონმა ქეთევან დუმბაძემ, მამის ლექსების ახალი კრებული - „ნოდარ ბაბუს ლექსები“-წარუდგინა ჩვენს ქალაქს.
კრებული ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილეს ეძღვნება. ცნობილმა მხატვარმა და ილუსტრატორმა - ნინო ჩაკვეტაძემ განახლებული გამოცემა გააფორმა ულამაზესი ილუსტრაციებით, რაც უფრო ორიგინალურსა და სიყვარულით სავსეს ხდის ნოდარ ბაბუს ლექსებს. 
თბილი სიტყვებით, ბავშვობის მოგონებებით, მამის უჩვეულო სიყვარულისა და იუმორის გახსენებით გახსნა საღამო ქეთევან დუმბაძემ;
წაიკითხა ნოდარ ბაბუს ლექსები და შემდეგ სიტყვა დაუთმო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის გადაჭედილ დარბაზში მყოფ ყველაზე საპატიო სტუმრებს - პატარა მსმენელებს. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების კითხვისას განცდილ ემოციებზე, დადგეს მინი-სპექტაკლები რომანებიდან: „თეთრი ბაირაღები“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქალაქ ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებსა და დირექციას ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. მათ შორის ყველაზე გამორჩეულ სკოლებს: ქ.ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის მე-6 და მე-2 კლასის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს; ჩაქვის გიმნაზიის მოსწავლეებს; მეექვსე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს; დაბა მახინჯაურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს არაჩვეულებრივი თეატრალური წარმოდგენისთვის; კავკასიის ბიზნესსკოლის გოგონათა ვოკალურ გუნდს ლამაზი მუსიკალური კომპოზიციებისთვის; ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
 
   
 
 
   

«««