სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ნოდარ დუმბაძის გამომცემლობის საჩუქარი ბათუმს
ნოდარ დუმბაძის გამომცემლობის საჩუქარი ბათუმს
2019 წლის 22 და 23 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ბათუმის საზოგადოებას მიეცა საოცარი შესაძლებლობა ნოდარ დუმბაძის გამომცემლობის წიგნები გამომცემლობის ფასად შეეეძინა.
გამომცემლობის მაშტაბური და დასამახსოვრებელი წარდგენისათვის, მადლობის ნიშნად ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას გამომცემლობის ხელმძღვანელმა,ქალბატონმა ქეთევან დუმბაძემ საქართველოს განათლების,კულტურის,სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს და ნოდარ დუმბაძის გამომცემლობის სახელით ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს ყველა, გამოცემული წიგნების ეგზემპლარები საჩუქრად გადასცა. აგრეთვე ბათუმის საჯარო ბაღებისათვის საჩუქრად განკუთვნილი უნიკალური კრებულის „ნოდარ ბაბუს ლექსები“, მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ნახატებით გაფორმებული გამოცემის ეგზემპლარები დატოვა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში. უახლოეს დღეებში ბიბლიოთეკის დირექტორი, ქალბატონი ინგა გოგიბერიძე და ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა შამილიშვილი თავად გადასცემენ საჩუქარს ბაღების პატარა აღსაზრდელებს.
 

«««