„წარმატებული დიპლომატი ქალბატონები“
2019 წლის 4 მარტს, 17:00 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ,,ამერიკულ კუთხეში’’ ჩატარდა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია თემაზე: ,,წარმატებული დიპლომატი ქალბატონები’’. პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკათმცოდნეობის სტუდენტმა თეკლე ჩხაიძემ ჩაატარა.