სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ოთარ ჭილაძის ლიტერატურული სამყარო და ჩვენ - ახალგაზრდები
ოთარ ჭილაძის ლიტერატურული სამყარო და ჩვენ - ახალგაზრდები
2019 წლის 21 მარტს, 14 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო სამკითხველო დარბაზში გაიმართა დიალოგი თემაზე: „ოთარ ჭილაძის ლიტერატურული სამყარო და ჩვენ-ახალგაზრდები“. 
ღონისძიებაში ქ. ბათუმის #4 საჯარო სკოლის მეშვიდე, მერვე და მეათე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილოება (პედაგოგი მანანა გოგუაძე).
ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ გახსნა. 
ოთარ ჭილაძის შემოქმედებასა და თანამედროვე ლიტერატურაში მის როლზე მოზარდებს -აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი ელეონორა ძიგუა ესაუბრა. 
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ , ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ , რკინის თეატრი“ ,მარტის მამალი“ , აველუმი“, გოდორი“ - მოსწავლეებმა ოთარ ჭილაძის პროზაული შედევრები მიმიოხილეს, ასევე წაიკითხეს გენიალური შემოქმედის ლირიკული ლექსები. 
ოთარ ჭილაძის პირველი ლექსები 1952 წელს ალმანახში „პირველი სხივი” გამოაქვეყნა, 1959 წელს კი პირველი პოეტური კრებული„მატარებლები და მგზავრები“. 
მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი „ლონდრე“ (1965). 
 მწერლის ნაწარმოებები 11 ენაზეა ნათარგმნი, 1998 წელს მწერალი ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად. 
ოთარ ჭილაძე 2009 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

«««