სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბავშვო მწერლის გივი ჭიჭინაძის პოეზიის საღამო
საბავშვო მწერლის გივი ჭიჭინაძის პოეზიის საღამო
2019 წლის 28 მარტს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების ბავშვთა დარბაზში საბავშვო მწერლის, გივი ჭიჭინაძის პოეზიის საღამო გაიმართა.
ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს, ასევე შეასრულეს გივი ჭიჭინაძის ლექსზე შექმნილი სიმღერა.
 პატარებმა გივი ჭიჭინაძის ლექსების ვიდეო ვერსიაც მოისმინეს, რომელსაც ბათუმის აკაკი წერთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე კითხულობდა.
 ღონისძიების მონაწილეებს, გივი ჭიჭინაძის ბიოგრაფიაზე და შემოქმედებაზე, ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე ესაუბრა. გარდა ამისა, პატარა სტუმრებსა და მათ მშობლებს ჩვენს ბიბლიოთეკაში არსებულ საბავშვო წიგნებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ღონისძიება მოამზადა ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ
დღეს ჩვენს ბიბლიოთეკას 15-მდე ახალი მკითხველი შეემატა. მეოთხე სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში მკითხველებად დარეგისტრირდნენ და ბარათებითაც ისარგებლეს.

«««