სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ინგა გოგიბერიძის მინიატურებისა და ესეების საიუბილეო პერფორმანსი
ინგა გოგიბერიძის მინიატურებისა და ესეების საიუბილეო პერფორმანსი
დღეს აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ინგა გოგიბერიძის მინიატურებისა და ესეების საიუბილეო პერფორმანსი გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაესწრო.
 
მერმა ინგა გოგიბერიძეს ხელოვნებისა და ქ. ბათუმის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა.
 
საიუბილეო საღამოზე ახალგაზრდა ხელოვანებმა წაიკითხეს ინგა გოგიბერიძის მინიატურები, შეასრულეს თეატრალიზებული და მუსიკალური ნომრები.
 
ღონისძიება პროზაიკოსის, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

«««