სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ინგა გოგიბერიძის მინიატურებისა და ესეების საიუბილეო პერფორმანსი
ინგა გოგიბერიძის მინიატურებისა და ესეების საიუბილეო პერფორმანსი
2019 წლის 19 აპრილს, 18 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში პროზაიკოსის, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის, ინგა გოგიბერიძის მინიატურებისა და ესეების საიუბილეო პერფორმანსი გაიმართა. საიუბილეო საღამოზე ახალგაზრდა ხელოვანებმა, პოეტებმა და მეგობრებმა წაიკითხეს ინგა გოგიბერიძის მინიატურები, შეასრულეს თეატრალიზებული და მუსიკალური ნომრები. ღონისძიებას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაესწრო.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 17 აპრილის № 441 ბრძანებით მწერალს, ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტს, არაერთი შემეცნებითი პროექტის, პუბლიცისტური წერილისა და წიგნის ავტორს, ინგა გოგიბერიძეს ახალგაზრდობის განათლებასა და წიგნის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 
საღამოს ინგა გოგიბერიძის კოლეგები, საბიბლიოთეკო გაერთიანების წევრები, მწერლები, პოეტები, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები, დირექტორები, მოსწავლეები, სტუდენტები, საზოგადოებისა და ქალაქ ბათუმის მერიის კულტურის განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
იუბილარს ვიდეო-მილოცვით მიესალმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, საბიბლიოთეკო სისტემის და ასოციაციის წარმომადგენლები, პოეტები, მოსწავლეები და ის მეგობრები ვინც ვერ შეძლო იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე დასწრება.
 
   

 

«««