სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კითხვის დრო“ ბიბლიოთეკის კვირეული 2019-ის ფარგლებში
„კითხვის დრო“ ბიბლიოთეკის კვირეული 2019-ის ფარგლებში

2019 წლის 1 მაისს, 15 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, „ბიბლიოთეკის კვირეული 2019-ის“ ფარგლებში, პროექტში - „კითხვის დრო ინგასთან ერთად“ მონაწილეობა მიიღეს ბათუმის კერძო სკოლა „ევრო-2000“-ის მეორე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი - ლელა მოწონელიძე). თავდაპირველად ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილებები და საცავები; გაწევრიანდნენ და აიღეს მკითხველის ბარათები. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ თანამედროვე მწერლის - ბესიკ კეკელიძის წიგნიდან „ტყისპირა ქოხიდან მოყოლილი ამბავი“, ზღაპარი - „კეთილი სტუმარი“ წაუკითხა. ისაუბრეს სიკეთეზე, განათლებაზე, ღვთის სიყვარულზე და წიგნის კითხვის აუცილებლობაზე. „ბიბლიოთეკა, როგორც არაფორმალური განათლების ცენტრი“ განაგრძობს ბავშვებისა და მოზარდი თაობის ჩართულობით აქტიურ მუშაობას განათლების ამაღლებისათვის და უკეთესი მომავლისათვის!


«««