სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბიბლიოთეკო გაკვეთილი: „ევროპა და საქართველო“
საბიბლიოთეკო გაკვეთილი: „ევროპა და საქართველო“
2019 წლის 29 მაისს, ქალაქ ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში ჩატარდა საბიბლიოთეკო გაკვეთილი თემაზე - ევროპა და საქართველო. შეხვედრას ბათუმის მეათე საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები დაესწრნენ (დამრიგებელი: ნატო ჯვარშეიშვილი).საბიბლიოთეკო გაჯვეთილი საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ გახსნა.
მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ მოსწავლეებს პირველ რიგში ევროპასა და ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებული ის წიგნები წარუდგინა, რომლებიც ჩვენს ბიბლიოთეკის წიგნად ფონდშია დაცული, საუბარი კი იმ ქართველების შესახებ გააგრძელა, რომლებმაც მე-19-ე საუკუნეში განათლება ევროპაში მიიღეს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქვეყნის განვითარებაში.
თანამედროვე ევროპული გზასა და საქართველოს გამოწვევებზე კი მოსაწავლეებს საჯარო ბიბლიოთეკის საბავშო-ახალგაზრდობის განყოფილების კომპიუტერული ცენტრის თანამშრომელი ესაუბრა. ეკატერინე დავითაძემ ყურადღება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქართული მხარის მიერ ნაკისრ ვალდებულეებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისი შესრულება საქართველოს თოთოეული მოქალაქის მოვალეობაა, მთავარი გზა ევროპისკენ კი განათლებაზე გადის. 
ღონისძიება პირველი მსოფლიო ომის დროს ქართველი ოფიცრების მიერ შექმნილი მრავალჟამიერით დაიხურა.

 


«««