სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


მწერალ გიზო თავაძის 60 წლის იუბილე
მწერალ გიზო თავაძის 60 წლის იუბილე
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში 2019 წლის 30 მაისს, 17 საათზე ჩატარდა 31 წიგნის (პოეზია, პროზა, პუბლიცისტიკა) ავტორის, ნოდარ დუმბაძის, ნიკო ნიკოლაძის, ტერენტი გრანელის, ჟურნალ ,,ოლეს’’, ზურაბ გორგილაძის და გიორგი ლეონიძის პრემიების ლაურეატ, მწერალ გიზო თავაძის 60 წლის იუბილე. საღამოს ესწრებოდნენ  და მის მიმართ კიდევ ერთხელ სიყვარული გამოხატეს ბათუმში მოღვაწე მწერლებმა და პოეტებმა , ბატონი გიზოს ბავშვობის მეგობრებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა მუსიკოსი სალომე მილორავა.
დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა ბათუმში სტუმრად მყოფი ავტორისგან პირადად მოესმინა ლექსები და მოგონებები მოღვაწეობის შესახებ.
#იკითხეთჩვენთანერთად

«««