სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საუბარი : „ხელოვანის ბედი შუა საუკუნეების საქართველოში და დღეს!“
საუბარი : „ხელოვანის ბედი შუა საუკუნეების საქართველოში და დღეს!“
 2019 წლის 31 მაისს, 15 საათზე ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო დარბაზში, ჩატარდა ღონისძიება თემა: ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოში (კ. გამსახურდიას რომანის „დიდოსტატის მარჯვენა“-ს მიხედვით).
 ღონისძიებაში ბათუმის №22 საჯარო სკოლის IX- კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ (პედაგოგები: მაგული ხიმშიაშვილი, ლალი ბერიძე).
 ღონისძიება საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ გახსნა.
კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების ირგვლივ მოსწავლეებს საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის საერთო დარბაზის მთავარი ბიბლიოთეკარი ელეონორა ძიგუა ესაუბრა.
 მოსწვალეებმა მიმოიხილეს რომანში მოცემული ეპოქა და პერსონაჟები. ისაუბრეს წყაროებზე, რომელსაც კ. გამსახურდიას თავის რომანში ეყრდნობა, ხელოვნებაზე, სვეტიცხოველის ტაძარზე და ქართველი ხალხისთვის მის ისტორიულ მნიშვნელობაზე .
მოსწავლეებმა ასევე, წაიკითხეს ამონარიდები რომანიდან. გაიმართა დისკუსია რომანში წარმოქმნილ პრობლემებზე, პერსონაჟებსა და დღევანდელობაზე.

 


«««