სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა, მეზღაპრემ და 2016 წლის ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტმა ინგა გოგიბერიძემ 4 ლოკაციაზე ჩაატარა.
1. 29 მაისი - ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, მეზღაპრემ პერსონაჟ „კრუელას“ ფორმა მოირგო და მსახიობური ოსტატობით და საინტერესო გარდასახვით წაუკითხა ბავშვებს ზღაპარი „101 დალმატინელი“.
 
2. 1 ივნისი-ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში, სტუმარმა მეზღაპრემ პატარებს  წაუკითხა გურამ პეტრიაშვილის ზღაპარი „მექუდე“.
 
3. 1 ივნისი-სურამის საბავშვო ბიბლიოთეკაში ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ შეხვდა პატარებს  და მათთან ერთად იმოგზაურა ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში.
 
4. 2 ივნისი-ცხრამუხის ბიბლიოთეკაში ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ ცხრამუხის ბიბლიოთეკის მკითხველებს მიულოცა ბავშვთა დაცვის დღე და პატარებს  ზღაპრები წაუკითხა. 
 

«««