სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა პოეტ სოფიო ფოცხვერაშვილთან
შეხვედრა პოეტ სოფიო ფოცხვერაშვილთან
ბავშვთა დაცვის დღესათან დაკავშირებით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში შვეიცარიაში მოღვაწე, ქართველ საბავშვო პოეტ სოფიო ფოცხვერაშვილთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ (მასწავლებელი დალი ჭელიძე). 
ღონისძიება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ გახსნა და პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, პატარები სოფიო ფოცხვერაშვილის პოეზიითა და საზოგადოებრივი საქმიანობით დაინტერესდნენ. 
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფო ფოცხვერაშვილის მხიარული, საბავშვო ლექსები ხელოვანის ირგვლივ გაზრდილი ბავშვების ნამდვილ ისტორიებზეა, ამიტომაც თითოეულ მათგანს პოეტისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. რაც შეეხება საზოგადოებრივ მოღვაწეობას, იგი ქველმოქმედებითაა დაკავებული. 
დღევანდელ ღონისძიებაზე პოეტმა ბავშვებს ლექსები და ხუთ ენაზე თარგმნილი მოთხრობა „როკი“ წაუკითხა, რომელიც ერთგულ და კეთილ ძაღლზე მოგვითხრობს. პატარებს განსაკუთრებით რითმული გამოცანები მოეწონათ, რომელსაც ქალბატონი სოფო გამოცემისთვის უკვე ამზადებს. 
შვეიცარიაში, ციურიხში მცხოვრები პოეტი სოფიო ფოცხვერაშვილი ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის წერს ლექსებს და საკუთარი სახსრებით გამოსცემს თავის კრებულებს. მიაჩნია, რომ საქართველო უქართველოდ არ უნდა დარჩეს, ამიტომაც მიზნად დაისახა უცხო მიწაზე გაფანტული პატარა ქართველებისთვის წიგნების წერა. 
სოფიო ფოცხვერაშვილი 3 წიგნის ავტორია: „ნოსტალგია“, საბავშვო ლექსების კრებული „დედამიწა რაზე დგას“ და მოთხრობა „როკი“.

«««