კითხვის საათი ხელოვნების ფესტივალ „არგანზე“
ბათუმის ხელოვნების ფესტივალ „არგანში“, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, 2019 წლის 19 აგვისტოს, მონაწილეობა მიიღო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ. ბათუმის ცენტრალურ პარკში, ფესტივალზე მოსულმა პატარებმა და ახალგაზრდებმა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ მოისმინეს.