სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


პოეტ დავით თედორაძის 70 წლის იუბილე
 პოეტ დავით თედორაძის 70 წლის იუბილე

2019 წლის 20 სექტემბერს, 17 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, პოეტ დავით თედორაძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული შემოქმედებითი საღამო-„მელაპარაკე ქართულად…“ ჩატარდა.
ბიბლიოთეკის ძირითადი საცავისა და პერიოდის განყოფილებამ გამოფინა ბატონი დავითის ყველა კრებული, ჟურნალ „ ჭოროხის“ პირველი გამოცემები, მისი პოეზიის ხელნაწერები და ასევე აჭარაში მოღვაწე თანამედროვე მწერლების სხვადასხვა წლებში გამოცემული წიგნები.
საღამო ძირითადად ბატონი დავით თედორაძის შემოქმედების განხილვას დაეთმო. მწერლებმა შოთა ზოიძემ, ბელა ქებურიამ,ცისანა ანთაძემ , ვახტანგ ღლონტმა, სანდრო ბერიძემ და ასოცირებულმა პროფესორებმა შორენა მახაჭაძემ, თინა შიოშვილმა დეტალურად ისაუბრეს ბატონი დავითის შემოქმედებით გზაზე. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ბატონმა ბადრი ნაკაშიძემ, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ და დამსწრე საზოგადოებამ განსაკუთრებულად მიულოცეს გამოჩენილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს იუბილე და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.

 

                  

 

 


«««