სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


2018-2019 წლის საჯარო ლექციებისა და ტრენინგების კვალდაკვალ
2018-2019 წლის საჯარო ლექციებისა და ტრენინგების კვალდაკვალ

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში 2019 წლის 25 სექტემბერს ჩატარდა შეხვედრა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საჯარო ლექციების და ტრენინგების კვალდაკვალ- 2018-2019 წ.წ.
ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა 2018-2019 წ.წ. ჩატარებული ბიბლიოთეკის თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამღლებელად ჩატარებული სატრენინგო კურსების და რეგიონალური ბიბლიოთეკებისათვის განხორციელებული მეთოდური დახმარების შესახებ დეტალური ინფორმაცია. აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექციამ 2018-2019 წლებში ტრენინგის მონაწილეებს გადასცა 181 ცალი სერთიფიკატი და მეთოდური დახმარება გაუწია ქობულეთისა და ხელვაჩაურის საბიბლიოთეკო სისტემაში 60 ბიბლიოთეკარს. ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ უზრუნველყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,ბიბლიოთეკარის’’ პროფესიული სტუდენტებისათვის პროგრამის თეორიული და პრაქტიკული ნაწილის სწავლება,სასწავლო პროგრამისა და სწავლების გეგმის შესაბამისად. სულ -11 სტუდენტი. შეხვედრის ბოლოს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს გადაეცათ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტის, რუსუდან ასათიანის მიერ ჩატარებული საბიბლიოთეკო ტრენინგის „ციფრული ბიბლიოთეკის განვითარების ტენდენციები და პროექტის „ივერიელი“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.


«««