სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ჯონ სიმენონის ვიზიტი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში
ჯონ სიმენონის ვიზიტი  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში

 აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ვაჟი, ჯონ სიმენონი. მას თან ახლდა ბელგიის ტურიზმის წარმომადგენელი ბატონი მიშელ იანოვსკი, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სოფო გუჯაბიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი, აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი სულხან ოქროპირიძე. საპატიო სტუმრებმა სამკითხველო დარბაზში გამართული გამოფენა დაათვალირეს, სადაც წარმოდგენილი იყო მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა,  ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული მწერალ ჟორჟ სიმენონის შემოქმედების თანამედროვე გამოცემები და ადგილობრივ პრესაში ჟორჟ სიმენონიზე არსებული პუბლიკაციები. ჟორჟ სიმენონი ბათუმში 1933 წელს შავი ზღვის გარშემო საკრუიზო მოგზაურობის დროს გაჩერებულა, სწორედ ამის შემდეგ გამხდარა ბათუმი მისი ერთ-ერთი ადრეული ნოველის ,,ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ მოქმედების ადგილი. ბიბლიოთეკის დირექტორმა, ინგა გოგიბერიძემ ბატონ ჯონ სიმენონს გააცნო ქართულ პრესაში აღბეჭდილი პუბლიკაციები ჯორჯ სიმენონის ამ მოგზაურობის შესახებ. გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო ოთხი უნიკალური ფოტოს პრინტი, იმ ოცდაათიდან, რომლებიც თავად ბელგიელმა მწერალმა გადაიღო ბათუმში ვიზიტისას. სტუმრებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბათუმის საჯარო ბიობლიოთეკა და მისი უნიკალური ფონდი. 

   


«««