სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა პოეტ ქეთევან გიორგაძესთან
შეხვედრა პოეტ ქეთევან გიორგაძესთან

2019 წლის 29 ოქტომბერს, 17 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა შეხვედრა პოეტ ქეთევან გიორგაძესთან. საღამოზე მოსულ საზოგადოებას მიესალმა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე. კითხვა-პასუხის რეჟიმში შეხვედრას უძღვებოდა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე - ნატო ჭყონია. საღამოს ესწრებოდნენ ქეთევან გიორგაძის მეგობრები, კოლეგები, მოსწავლეები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ჩვენი ქალაქის საზოგადოება, რომლებსაც ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ ქეთევან გიორგაძის ბიოგრაფიასა და შემოქმედების საინტერესო ეპიზოდებს... მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები, სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, პოეტი ბელა ქებურია, ავთანდილ ბერიძე. შეხვედრა მუსიკალურად გაალამაზეს უნიჭიერესმა ახალგაზრდებმა, მომღერალმა სალომე მილორავამ და მუსიკოსმა ნიკოლოზ კახიძემ. ქეთევან გიორგაძის ლექსები, ესსეები და ჩანახატები დიდი ხანია იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში; იგი ხუთი პოეტური კრებულის ავტორია.

 

  

 

   


«««