სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


პროექტი „ფუნჯი და კალამი- მომავლის მეგზურნი“
პროექტი „ფუნჯი და კალამი- მომავლის მეგზურნი“

2019 წლის 1 ნოემბერს, 17 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მასშტაბური კონკურსის შემაჯამებელი საღამო შედგა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ პროექტის: „ფუნჯი და კალამი- მომავლის მეგზურნი“ , რომელიც გულისხმობს კონკურსებს და ფესტივალს მოსწავლეთათვის ხელოვნების სამ სფეროში - მუსიკა, მხატვრობა, ლიტერატურა , ორგანიზატორი გახლდათ „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“, რომლის ხელმძღვანელიცაა ქალბატონი ქეთევან შენგელია . ბათუმში კულტურის ხელშეწყობის პროგრამის მხარდამჭერი და საკოორდინაციო ორიენტირი იყო აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა. პროექტის კომპეტენტურ ჟიურის წევრები გახლდნენ - პოეტი, ფილოლოგიის დოქტორი,პროფესორი ქეთევან შენგელია, კომპოზიტორი და შემსრულებელი ია მაისაია, მხატვარი და მოქანდაკე ირაკლი მიზრახი და მწერალი ბაჩო კვირტია. ღია კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებმა,ა(ა)იპ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის, ა(ა)იპ, ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ნორჩ შემოქმედთა კლუბის ,,ზღვაური“, სტუდიის „ლიმპოპო“, ხელოვნების სტუდიის „ანდამატი“ წარმომადგენლებმა. პროექტის „ფუნჯი და კალამი- მომავლის მეგზურნი“ კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: ლიტერატურის დარგში - პირველი ადგილი - თამარ ყურშუბაძე (პოეზია) მეორე ადგილი - მინიკო ემირიძე (ესე) მესამე ადგილი - ნია ქიძინიძე (პოეზია) მუსიკის დარგში - პირველი ადგილი - ნიკოლოზ ვადაჭკორია - (ფლეიტა) მეორე ადგილი - ელისაბედ დოლიძე - (ვიოლინო) მესამე ადგილი - ტრიო ბარბი მესხიძე, მარი მიქაძე, თამუსი მურვანიძე ჟიურის სიმპატია - ვაჟთა ფოლკლორული გუნდი ,,იბერიონი“ მხატვრობის დარგში - პირველი ადგილი - საბა ხიტირი (ხეზე წვა) მეორე ადგილი - ნიკო ნიკოლაიშვილი (ფერწერა) მესამე ადგილი - მარი ნემსაძე (ფერწერა) ჟიურის სიმპატია მხატვრობაში- ანდრია ბერიძე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა, ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ხელოვნების სამი დარგის სამ გამორჩეულ წარმომადგენელს.


«««