სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


პოეტ რეზო სტურუას „ლექსის ზეიმი“
პოეტ რეზო სტურუას „ლექსის ზეიმი“

2020 წლის 21 იანვარს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯრო ბიბლიოთეკის დიდ სამკითხველო დარბაზში პოეტ რეზო სტურუას პოეზიის საღამო გაიმართა.
საღამოზე მობრძანებულ სტუმრებს საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი ინგა გოგიბერიძე მიესალმა და რეზო სტურუას - ბათუმელი, ზღვაზე გაზრდილი ბიჭის ბიოგრაფიულ შტრიხებზე ესაუბრა.
ჩვენი ქალაქის უბადლო სიტყვისა და ლექსის პოეტისამ - ქალბატონმა ცისანა ანთაძემ, საღამო მისთვის ჩვეული ლამაზი, მოსაფერებელი სიტყვებით, ლექსებით გაამდიდრა და წარმართა.
სიტყვით გამომსვლელ სტუმრებს შორის იყვნენ მწერალი და საზოგადო მოღვაწე რამაზ სურმანიძე, პოეტი ვახტანგ ღლონტი, პოეტი ლევან ხოზრევანიძე, ასლან კაკაბაძე, ნანა ანთაძე, საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მწიგნობარის“ მოსწავლეები, რომლებმაც პოეტის ლექსები წაიკითხეს. საღამოს ესწრებოდნენ რეზო სტურუას მეგობრები, ბათუმის საზოგადოება, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ფროფესორ-მასწავლებლები.
ბატონმა რეზო სტურუამ წაიკითხა ის ლექსები, რომლებიც ჯერ არ დაბეჭდილა და მალე მის ახალ კრებულში იხილავს მკითხველი. მისი პოეზია ძირითადად ავტობიოგრაფიულია; ის მუდმივად ბავშვობაში ბრუნდება და ტკბილ მოგონებებს ეფერება სტრიქონებით.
მშობლიურ ქალაქთან, ბათუმთან დაკავშირებილმა სიყვარულმა პოეტს არაერთი ლექსი დააწერინა, რომლითაც გამორჩეულად ეალერსება ბავშვობის ქალაქს.
რეზო სტურუა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი - საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ მინიჭებული გალაკტიონის პრემიის მფლობელია.
ის ათამდე კრებულის ავტორი გახლავთ. სწორედს კრებულმა „ლექსები“ გალაკტიონის პრემია დაიმსახურა. მასში თავმოყრილია ყველა ის ლექსი, რომელიც ავტორის საუკეთესო და საეტაპოა მის შემოქმედებაში.
საღამოზე მობრძანებულ სტუმრებს პოეტისაგან საჩუქრად ერგოთ კრებული „ლექსები“.


«««