სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


რამაზ სურმანიძის მიერ მომზადებული წიგნის პრეზენტაცია
რამაზ სურმანიძის მიერ მომზადებული წიგნის პრეზენტაცია

2020 წლის 5 მარტს , 16 საათზე PREMIER BEST WESTERN-ში გაიმართა ბათუმის საპატიო მოქალაქის, ღირსების ორდენის კავალერის, მკვლევარისა და საზოგადო მოღვაწის რამაზ სურმანიძის მიერ მომზადებული წიგნის ,,მუსტაფა იაქუთი -გურამ ხიმშიაშვილი“ განხილვა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, პუბლიცისტი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული გურამ ხიმშიაშვილი და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც უშუალო ურთიერთობა აკავშირებდათ. წიგნი ,,გურამ ხიმშიაშვილი“ წარადგინა რამაზ სურმანიძემ. ასევე, მოხსენებით წარსდგა, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წამყვანი ბიბლიოთეკარი თეა ღოღობერიძე. მოწვეულმა სტუმრებმა: დავით თედორაძემ, აკაკი ბერიძემ, ჯეირან ფალავანდიშვილმა, შოთა დიასამიძემ, ასლან კაკაბაძემ, გულიკო გაბაიძემ, როინ მალაყმაძემ, ეთერ ბერიძემ, თამაზ ფუტკარაძემ, მერაბ ხიმშიაშვილმა, თემურ ზოიძემ, თემურ ქათამაძემ, მერაბ ფუტკარაძემ, იასონ გელაძემ, მურმან ჭაღალიძემ ისაუბრეს გურამ ხიმშიაშვილის პიროვნებაზე, თურქეთში მცხოვრები ქართველების ღვაწლსა და ეროვნულ ღირებულებებზე. წიგნის წარდგენის დასასრულს, გურამ ხიმშიაშვილმა ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ჟურნალ ,,ჩვენებურები“-ს დამფუძნებელ ახმედ ოზქან მელაშვილზე, ქართველი და თურქი საზოგადო მოღვაწეების ურთიერთობასა და ღვაწლზე. წიგნის წარდგენა გააშუქა აჭარის ტელევიზიამ და TV 25-მა.


«««