ვიდეო შეხვედრა პოეტ, მთარგმნელ ბადრი თევზაძესთან.
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრობდა ყველასათვის საყვარელი, უნიჭიერესი პოეტი და მთარგმნელი ბადრი თევზაძე. შეხვედრა მიეძღვნა ბადრი თევზაძის 65 წლის იუბილეს. შედგა მისი ახალი წიგნის „ფრანგული პოეზიის სამი მშვენიერი ეპოქა" ონლაინ პრეზენტაცია. ბიბლიოთეკის კოლექტივი იუბილეს ვულოცავთ ხალასი ნიჭის მქონე ხელოვანს, მკითხველთა სიმრავლესა და შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ.