სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ლევან გოთუა 116
ლევან გოთუა 116
▪1905 წლის  10 მარტს დაიბადა  ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლევან პართენის ძე გოთუა. 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი.  
▪ლიტერატურული მოღვაწეობა 1941 წლიდან დაიწყო. ლ. გოთუას ჟანრული თვალსაზრისით მრავალფეროვან შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული რომანი ,,გმირთა ვარამი" (1958-1962). ისტორიული რომანი ,,მითრიდატე" (1971, წგნ. I), რომელიც მწერალს დაუმთავრებელი დარჩა, ეხება ქართველური ტომების ბრძოლას გაერთიანებისათვის I საუკუნეში.  ისტორიულ თემაზეა შექმნილი გოთუას მოთხრობები ,,კრწანისის სევდა" (1944), ,,ხანძთის ზარი" (1945) და სხვა.  მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი თხზულებანი: რომანი ,,ლეკვი ლომისა" (1963), მოთხრობები ,,ნისლი ნახატარის ტყეში" (1959) და სხვა.  
 ▪ლევან გოთუა აქტიურად თანამშრომლობდა თეატრთანაც, ავტორია დრამებისა „მეფე ერეკლე“ (1942), „უძლეველნი“ (1943), „დავით აღმაშენებელი“ (1945), „სამსახეობა რაინდისა“ (1946), რომლებიც იდგმებოდა უმეტესად მარჯანიშვილის თეატრში.  „დავით აღმაშენებელი“ (1946, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი), „მეფე ერეკლე“ (1963, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე) და სხვა. რომან „გმირთა ვარამის“ მიხედვით დაიდგა აგრეთვე ამავე სახელწოდების სპექტაკლი (1976, რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი).
▪გოთუა ბევრს მოგზაურობდა, იყო მთამსვლელიც, დალაშქრული აქვს ბევრი მწვერვალი. მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერა ნარკვევების წიგნში „მგზავრული კრიალოსანი“ (1960). 
▪ლ. გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. საბჭოთა რეჟიმის მიერ დაპატიმრებული იყო სამჯერ. თითქმის 20 წელი გაატარა გადასახლებაში.
 
გთავაზობთ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდებში ლევან გოთუას შემოქმედების შესახებ არსებული ლიტერატურის სარეკომენდაციო საძიებელს:⤵
არსებული ლიტერატურა ნებისმიერი მკითხველისათვის ხელმისაწვდომია.

«««