სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ლადო სეიდიშვილი 90
ლადო სეიდიშვილი 90
  წარმოგიდგენთ ქალბატონების: გენრიეტა ქუთათელაძის,  ცისანა ანთაძის; ბატონების: ანზორ კუდბას, დავით თედორაძის, ვახტანგ ღლონტის, ბადრი თევზაძის, რობერტ მესხის, ქარდა ქარდუხის ვიდეო მოგონებებს; მხატვარ ნინო ნიჟარაძის ხელნაწერს #მოგონებები ლადო სეიდიშვილზე. 
 
  პოეტი და მხატვარი ლადო სეიდიშვილი დაიბადა 1931 წლის 21 იანვარს ბათუმში, 1962 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკა-ფერწერის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის გამომცემლობაში მხატვარ-რედაქტორად, თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის მხატვარ-არქიტექტორად, 1965-71 წლებში აირჩიეს აჭარის მხატვართა კავშირის თავჯდომარედ. ამ წლებში შექმნა ფერწერული ტილოები: „ჭაშნიკი”, „უმამო ოჯახი", „შრომა" („მუშები ბათუმიდან") და სხვა. ეს ნაწარმოები ქალაქ სფრინგვილის ხელოვნების მუზეუმის (ამერიკა, იუტას შტატი) საკუთრებაა. 
   ლადო სეიდიშვილი მუშაობდა წიგნების გრაფიკაზე, დეკორატიულ ხელოვნებაში. მისი სცენოგრაფიით ბათუმის თეატრში დაიდგა სპექტაკლები: "მეშვიდე ცა", "თვალი პატიოსანი", "ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი". 1975 წელს სპექტაკლების დათვალიერებაზე "მეშვიდე ცის" სცენოგრაფია სპეციალური დიპლომით აღინიშნა.
   მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1956 წელს. სხვადასხვა დროს გამოვიდა „ლექსების კრებული"'(1961 წ.), „მზის ხმაური" (1963 წ.), „სონეტების გვირგვინი" (1972 წ. პირველად ქართულ პოეზიაში ლ. სეიდიშვილმა შემოიტანა ეს ციკლი). „ელესა" (1969), "ადამის ვაშლი", "ზნენი და ვნებანი" (1995 წ.), ერთტომეული (2001 წ.), "რეკვიემი" (2005 წ.) და სხვ.
    2001 წელს, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართულ ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისათვის, ლადო სეიდიშვილი დაჯილდოვდა მემედ აბაშიძის პრემიით.
   ლადო სეიდიშვილი გარდაიცვალა 2010 წლის 27 თებერვალს, თბილისში, სადაც ბოლო წლებში ცხოვრობდა. დაკრძალულია ბათუმის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
             
გთავაზობთ  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდებში ლადო სეიდიშვილის შესახებ არსებული ლიტერატურის სარეკომენდაციო საძიებელს: 
 
 
   
 
   
 
   
 
   

«««