სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ზვიად ჭუმბურიძის წიგნის „ათონი, პატრიარქის გაზაფხული“ წარდგენა
ზვიად ჭუმბურიძის წიგნის „ათონი, პატრიარქის გაზაფხული“ წარდგენა
 ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი ნანა კვაჭაძე სკოლა „ნიკეს“ ეწვია და მოსწავლეებს ზვიად ჭუმბურიძის წიგნი „ათონი, პატრიარქის გაზაფხული“ წარუდგინა, ისაუბრა წიგნის მნიშვნელობასა და საინტერესო ეპიზოდებზე.

   „ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ ასახავს 2004 წელს ათონის მთაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ვიზიტს, რომლის დროსაც მან ასევე მოინახულა დიდი ლავრისა და ქსეროპოტამის მონასტრები. ილია II იყო პირველი ქართველი პატრიარქი, რომელიც ათონის მთას ეწვია და ივერონის მონასტერი და ივერიის ღვთისმშობლის ხატი მოილოცა. განხილვისას საუბარი ასევე შეეხო ღვთისმშობლის ხატის ზღვიდან ამობრძანებას ქართველი გაბრიელ ბერის მიერ. წიგნი, რომელიც ფოტოალბომის სახით გამოვიდა, აერთიანებს ელჩის პირად მოგონებებს ისტორიული ვიზიტის შესახებ და უნიკალურ ფოტომასალას.

  წიგნის შედგენას წინ ხანგრძლივი და საპასუხისმგებლო ვიზიტები და საქმიანობა უძღოდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა წიგნის ავტორი, საქართველოს მაშინდელი ელჩი საბერძნეთში ზვიად ჭუმბურიძე.

 

«««