სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში „ფრანკოფონია 2021“-ის კვირეული გაიხსნა
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში „ფრანკოფონია 2021“-ის კვირეული გაიხსნა
დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში „ფრანკოფონია 2021“-ის კვირეული გაიხსნა.
ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში  ბიბლიოთეკას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ჩიქოვანი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში პიერ კლუე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი სტუმრობდნენ.
კვირეულზე  ბიბლიოთეკაში არსებული ფრანგული უნიკალური რარიტეტული ფონდის და ქართულად ნათარგმნი ფრანგულენოვანი ლიტერატურის გამოფენა მოეწო; გამოიფინა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების ამსახველი ფოტო მასალა; მოსწავლეებმა მათ მიერ შესრულებული ნახატები წარადგინეს; შესრულდა მუსიკალური პერფორმანსი.
ფრანკოფონიის კვირეული, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება, ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.
 
    
 
  

«««