მურმან ლებანიძე – 100

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში მურმან ლებანიძის დაბადების დღე საზეიმოდ აღინიშნა. კერძო სკოლა „ნიკეს“ მე-7 ,,ა“ და ,, ბ“ კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგები: ლალი კონცელიძე, ნათია კოსტავა, ნინო ლაზიშვილი) იუბილარი პოეტის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,მიყვარს ქართულად'' წარმოადგინეს.
ღონისძიებას ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნატალია ჭყონია, საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე და ბიბლიოთეკარები დაესწრნენ. როგორც ნატალია ჭყონიამ აღნიშნა, კერძო სკოლა "ნიკესთან" ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა და საბავშვო-ახლაგაზრდობის განყოფილება წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობენ, დღევანდელი სასიამოვნო საღამოც ამ ხანგრძლივი ურთიერთობის კიდევ ერთი დასტური გახლდათ. რისთვისაც სკოლის დირექციას მადლობა გადაუხადა.