სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღიაკარი
ღიაკარი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში მეთექვსმეტე საჯარო  სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებს მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ შალვა ამონაშვილის „აღზრდის სიმფონია“ წარუდგინა. 
 
 „აღზრდის სიმფონიის“ საერთო მიმოხილვის შემდეგ, ნანა კვაჭაძემ მოსწავლეებს წიგნიდან ერთი თავი „გზაზე ბრძენი კაცი მიდის“ წაუკითხა. იმსჯელეს მშობლების როლზე შვილის სწორად აღზრდასა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში. 
 
ბიბლიოთეკაში სტუმრობისას მოსწავლეებს წიგნის კითხვისა და ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე განყოფილების ხელმძღვანელი თინა ცენტერაძე ესაუბრა. მოზარდებმა ასევე, დაათვალიერეს წიგნადი ფონდები და გაეცნენ ბიბლიოთეკარების საქმიანობას.

 


«««