სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საუბარი მოსწავლეებთან: „ზაქარია ჭიჭინაძე -მწიგნობარი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე“.
საუბარი მოსწავლეებთან: „ზაქარია ჭიჭინაძე -მწიგნობარი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე“.
   20 თებერვალს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო-სამკითხველო დარბაზში ზაქარია ჭიჭინაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გაიმართა საუბარი მოსწავლეებთან: „ზაქარია ჭიჭინაძე -მწიგნობარი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე“.
  ბიბლიოთეკარები  ნანა ჩიკვაიძე და და ელეონორა ძიგუა მეათე სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს (პედაგოგი ლამზირა ზაქარაძე) ზაქარია ჭიჭინაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრნენ. ხაზი გაესვა მის სამეცნიერო ნაშრომებს აჭარაზე.
 
ზაქარია ჭიჭინაძე 1889 წლიდან პერიოდულად მოგზაურობდა აჭარის სოფლებში. სწორედ, ჩვენს რეგიონში მოგზაურობას მიუძღვნა წიგნი „მუსლიმანი ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში“. ნაშრომი 1913 წელს თბილისში, იაკობ მანსვეტაშვილის სტამბაში დაიბეჭდა. 
 
ისაუბრეს დიდი მეცნიერის ურთიერთობაზე ქართველ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს სერგეი მესხთან, რომელმაც ზაქარია მიიწვია გაზეთ “დროების” თანამშრომლად. 1872 წლიდან ამ გაზეთის ფურცლებზე სისტემატურად იბეჭდებოდა ზ. ჭიჭინაძის წერილები “მთაწმინდელის” ფსევადონიმით.
 
აღსანიშნავია, რომ 1875-1878 წლებში ზაქარიამ შეკრიბა 500-ზე მეტი ძველი ხელნაწერი, პერგამენტი და კომენტარებით გამოსცა. ზაქარია წიგნებს წერდა, საკუთარ სტამბაში აწყობდა, ბეჭდავდა, კინძავდა და თვითონვე გაჰქონდა ბაზარზე გასაყიდად. ზ. ჭიჭინაძემ გამოსცა “ქართლის ცხოვრება” (რამდენიმე ტომად). მის მიერაა შედგენილი და გამოცემული მრავალი ისტორიული, ბიბლიოგრაფიული, ეთნოგრაფიული, სამეცნიერო-პოპულარული და სხვა ხასიათის წიგნი. ზაქარიამ შექმნა ქართველ მოღვაწეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მონოგრაფიული შრომები, რომლებიც დღესაც დიდ დახმარებას უწევენ მკვლევართ.
 
იყო თვითნასწავლი, იდეური მიმართულებით ხალხოსანი, გამოაქვეყნა ოუენის, ფურიეს, პრუდონის, ლასალისა და ბლანის ბიოგრაფიები. მეორედ გამოსცა ბროსე-ჩუბინაშვილისეული "ქართლის ცხოვრება" (1913, ორ ნაწილად), "პარიზის ქრონიკა" (1910), გამოაქვეყნა საქართველოში ბატონყმობის ფაქტობრივი მდგომარეობის მასალები (დოკუმენტები). გამოცემები არ იყო კრიტიკული, მაგრამ აკმაყოფილებდა ისტორიულ-დოკუმენტური ძეგლების პოპულარიზაციის ინტერესებს. ამავე ინტერესებს ემსახურებოდა ჭიჭინაძის მრავალრიცხოვანი (120-ზე მეტი) ნარკვევი და წერილი საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკურისა და კულტურის ისტორიის საკითხებზე.
 
ზაქარია ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1931 წლის 27 დეკემბერს. დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.

«««