სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღია კარის დღე
ღია კარის დღე
1 მაისს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებას, ღია კარის დღის ფარგლებში, ბათუმის #10 საჯარო სკოლის IV_გ კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ (კლასის დამრიგებელი მარიამ სისაური). 
 
ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებისა და წიგნადი ფონდების დათვალიერების შემდეგ, მოზარდებს მოსწაველთა დარბაზმა უმასპინძლა. მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ თავდაპირველად სტუმრებს საგამოფენო სივრცეში გამოფენილი  სპეციალურად შერჩეული ლიტერატურა წარუდგინა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას ასახავს - სამეცნიერო ნაშრომები, რომანები და პოეზია. 
 
ნანა კვაჭაძე მოსწავლეებს წიგნის  მნიშვნელობასა და პიროვნების განვითარებაში, კითხვის როლზეც ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ქართული დამწერლობის განვითრების ეტაპზე, ასევე იაკობ გოგებაშვილი დედაენასა და მის ღვაწლზე წერა-კითხვის გავრცელებაში, როგორც აჭარაში, ასევე ქვეყნის მასშტაბით. 
 
გარდა ამისა, ბიბლიოთეკაში სტუმრობისას მოსწავლეებმა წაიკითხეს პატრიოტული ლექსები, გაიხსენეს ქართველი მეფეების საგმირო საქმეები, ისაუბრეს სამშობლოს სიყვარულსა და ერგულებაზე. 
დღეს ბიბლიოთეკას ახალი მკითხველებიც შეემატა- მოსწავლეებმა მკითხველის ბარათები აიღეს და წასაკითხად სასურველი წიგნებიც შეარჩიეს.
ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა

«««